loader image

ქალაქის ცენტრში განთავსებული მულტიფუნქციური სივრცე აერთიანებს ღონისძიებებისათვის განკუთვნილ ადგილს თანამედროვე ქართველი არქიტექტორების მიერ შექმნილი ინტერიერით და ორი განსხვავებული კონცეფციის უგემრიელეს რესტორნებს: რესტორან რესპუბლიკას და რესპუბლიკა 24-ს.

ისტორიულ ადგილას მდებარე თანამედროვე დიზაინის შენობა, ტერასა ქალაქის ულამაზესი ხედებით, საავტორო მენიუ, ყოველთვიური კონცერტები მსოფლიოს ცნობილი დიჯეებისა და არტისტების მონაწილეობით რესპუბლიკას გამორჩეულ და სტუმრების საყვარელ ადგილად აქცევს.

ისტორია

ამ ადგილის შექმნის ისტორია თარიღდება 1983 წლით, როდესაც ო. კალანდარიშვილის ბეტონის ტალღები, რომელიც 80-ან წლებში შეუმდგარი მასშტაბური არქიტექტურული პროექტის ერთადერთ კომპონენტად დარჩა, საბჭოთა მთავრობამ აღლუმების გასამართ მოედნად აქცია. ამ დროიდან შემორჩა ხალხის მიერ შერქმეული სახელი ,,ანდროპოვის ყურები” ( იური ანდროპოვი, საბჭოთა პოლიტიკოსი და სკკპ-ის გენერალური მდივანი) ადგილს, სადაც ტრიბუნა იმართებოდა. იმავე ადგილას მდებარეობდა სასტუმრო ივერია – საბჭოთა კავშირის საუკეთესო სასტუმრო საქართველოში. 2005 წელს განხორციელებული ნაგებობის დემონტაჟის შედეგად რესპუბლიკის მოედანს ვარდების რევოლუციის მოედანი ეწოდა 2003 წლის ნოემბერში განვითარებული მოვლენების აღსანიშნავად, ხოლო 2018 წლის 25 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მე-100 საიუბილეო წლის აღსანიშნავად, მოედანს პირველი რესპუბლიკის მოედანი დაერქვა.

1965
1965

მნიშვნელოვანი ლანდშაფტური სამუშაოები

1965 წელს რუსთაველის გამზირზე ( ყოფილი გოლოვინის პროსპექტი 1918 წლამდე) კეთილმოწყობისა და გამწვანების თვალსაზრისით მნიშვნელვანი სამუშაოები ტარდება, იგება მონუმენტალიზმისთვის დამახასიათებელი ტიპური შენობები: მთავრობის სახლი, ტელეგრაფი, კავშირგაბმულობის სახლი, იგება სასტუმრო ივერია. ამავე წელს იქმნება რესპუბლიკის მოედნის პროექტიც.
1983
1983

გაყინული შადრევანი

1983 წელს რუსთაველის პროსპექტის დასავლეთ ნაწილში არქიტექტორ ო. კალანდარიშვილის პროექტით სრულდება რესპუბლიკის მოედნის მშენებლობა. ამავე წელს აღმართული იგივე ავტორის ბეტონის ,,გაყინული შადრევანი``, რომელიც 80-ან წლებში შეუმდგარი მასშტაბური არქიტექტურული პროექტის ერთადერთ კომპონენტად დარჩა, საბჭოთა მთავრობამ აღლუმების გასამართ მოედნად აქცია.
2005
2005

შენობის დემონტაჟი

2005 წელს განხორციელებული ნაგებობის დემონტაჟის შედეგად რესპუბლიკის მოედანს ვარდების რევოლუციის მოედანი ეწოდა 2003 წლის ნოემბერში განვითარებული მოვლენების აღსანიშნავად.
2018
2018

პირველი რესპუბლიკის მოედანი

2018 წლის 25 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მე-100 საიუბილეო წლის აღსანიშნავად, მოედანს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით პირველი რესპუბლიკის მოედანი ეწოდა.