loader image
Apr 28 - Apr 28 2023

Gerd Janson at Republic

გერდ ჯენსონი ერთ-ერთი ყველაზე მეტად პატივსაცემი დიჯეია ჰაუზისა და ტექნოს სამყაროში. საკმაოდ ხშირად „პატივსაცემი“ „დაუფასებელს“ ნიშნავს, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში, აუდიტორიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიგო ის, რაც ინსაიდერულმა ჯგუფებმა უკვე დიდი ხანია, იცოდნენ: ჯენსონი არის დიჯეი, რომელიც ყველასთვის კარგად ნაცნობ კლასიკას სულ სხვანაირად გარდაქმნის და ახალ კლასიკას ქმნის.

ფრანკფურტის მეზობლად გაზრდილმა ჯენსონმა ტექნო 90-იან წლებში გაიცნო და მალევე შეიყვარა. დადიოდა მთელ გერმანიაში, რათა ენახა ადგილობრივი და საერთაშორისო ოსტატები. Moodymann, Robert Hood, ტექნო, ჰაუსი - სტილს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჯენსონი შეპყრობილი იყო მუსიკით.

სწორედ ეს ჟანრისგან დაცლილი ფილოსოფია გახდა მისი კარიერის მთავარი მიმართულება. ჯენსონის დიჯეი სეტების მოსმენისას ჰაუსთან და ტექნოსთან ერთად გაიგებთ UK funky-ს, synth pop-ს, industrial-ს...

მხოლოდ 2013 წელს ჯენსონმა დაუკრა ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ისრაელში, იაპონიასა და სინგაპურში და მიიღო მოწვევა, გამხდარიყო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად აღიარებული „პანორამა ბარის“ (ბერლინი) რეზიდენტი.

2013 წელსვე, მან მოწინავე ადგილი დაიკავა Resident Advisor-ის ტოპ 100 დიჯეის სიაში, მე-8 ადგილი Groove Magazine-ში და მე-2 ადგილი de:bug-ის წლის დიჯეის კატეგორიაში.

ძალდაუტანებელი ხარისხი და მშვენიერება - ასე ახასიათებენ გერდ ჯენსონის შემოქმედებას; ეს არის დიჯეი, რომელიც მსმენელს ნებისმიერ საცეკვაო მოედანზე აიყოლიებს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია დიჯეის პროფესია, დიჯეი, რომელსაც ღირს, რომ მოუსმინო.

ღონისძიებაზე ასევე დაუკრავს ქართველი არტისტი Tobako Tween

თარიღი
  • Apr 28 - Apr 28 2023

მდებარეობა

28

April

Gerd Janson

ბილეთები: tkt.ge
დასაწყისი: 22:00
ასაკობრივი შეზღუდვა: 21+
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:+995 322 907 777