fbpx
loader image
Mar 23 2019 - Mar 23 2019

Jazzanova • Super Flu at Republic

23 მარტს, “რესპუბლიკა” და Club IVERIA წარმოგიდგენთ ეკლექტიკურ ბერლინურ ბენდს Jazzanova და ცნობილ ელექტრონულ ჯგუფს Super Flu! Doors Open - 21:00 Jazzanova Live – 22:00 PURPLE PAPA A.K.A L8 - 00:00 Super Flu – 00:30 • 10 წევრისგან შემდგარი ცნობილი ბერლინული ჯგუფი Jazzanova 20 წელზე მეტია დიდ გავლენას ახდენს მუსიკალური სამყაროს ფორმირებაზე. ისინი ქმნიან მუსიკას, ცოცხლად წარსდგებიან მაყურებლის წინაშე როგორც დიდ სცენებზე, ასევე პატარა კლუბებსა და ლაივ გადაცემებში და უძღვებიან საკუთარ ლეიბლს Sonar Kollektiv. Jazzanova სხვადასხვა DJ-ებისგან შემდგარი დიდი კოლექტივია, რომელიც პირველი ყველაზე მოთხოვნადი ბენდი იყო ბერლინიდან. “რესპუბლიკაში” ბენდი ახალი ალბომით “The Pool” წარსდგება. ალბომში სხვადასხვა ცნობილი შემსრულებელია მიწვეული, ყველა საკუთარი გამორჩეული სტილით, მაგრამ ამით Jazzanova-ს მუსიკალური ხელწერა არ ირღვევა. ბენდის მუსიკალური სტილი აერთიანებს ჯაზს, ფანკს, სოულს, დისკოს და ლათინო მუსიკას. კონცერტზე მოსული სტუმრები მონაწილენი გახდებიან სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის საუკეთესო სინთეზის. • Super Flu ელექტრონული მუსიკის სცენის გამორჩეული გერმანული ჯგუფია. ისინი მსოფლიოს მასშტაბური ფესტივალების ყველაზე ხშირი სტუმრები არიან და გამოშვებული აქვთ 5 ალბომი, 50-ზე მეტი რემიქსი და ათობით სინგლი. ჯგუფის ამბიცია ტრადიციული და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის შერწყმაა. მათი მუსიკალური შემოქმედება თითქოს იგივე ჟანრში მოღვაწე სხვა მუსიკოსებთან შედარებით უფრო განვითარებულია, თუმცა მათ კომპოზიციებში ტექნო ჟღერადობა ყველაზე გამოკვეთილია.
თარიღი
  • Mar 23 2019 - Mar 23 2019

მდებარეობა

დასადგომი ბილეთები:
I კალათა – 40 ლარი (Early Bird) SOLD OUT
II კალათა – 60 ლარი
III კალათა – 80 ლარი

დასაჯდომი ბილეთები (შეიცავს “წინანდლის მამულის” ღვინოს და აპეტაიზერს):
100 ლარიდან 200 ლარამდე
ლაუნჯი 6 პერსონაზე – 1000 ლარი

TBC Status – თიბისი სტატუსის კლიენტებისთვის მოქმედებს 10%-იანი cash back ნებისმიერი კატეგორიის ბილეთზე.

Club IVERIA კლუბის წევრებს სთავაზობს განსაკუთრებულ პრივილეგიას ღონისძიების ნებისმიერი კატეგორიის ბილეთზე: Classic – 10%, Silver -20%, Gold/VIP – უფასო. Club IVERIAს მომსახურების ცენტრს: +995322907777.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ღონისძიების ორგანიზატორებს: 577222223 / 599969031