fbpx
loader image
Oct 25 2019 - Oct 25 2019

Republic Events E2 • Crazy P at Republic

25 ოქტომბერს, Republic • რესპუბლიკა და Club IVERIA წარმოგიდგენთ: პირველად საქართველოში ბრიტანული ელექტრონული მუსიკის ლეგენდად წოდებულ ბენდ Crazy P-ის სრული შემადგენლობით. საღამოს ქართული ტრიპ ჰოპის მიმდინარეობის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული არტისტი, Creams-ი გახსნის. საღამოს დასასრულს Tobako Tween. 20 წელზე მეტია Crazy P მსოფლიო კლუბურ სცენაზეა და აღიარება საოცარი ლაივ შესრულებითა და უნიკალური ტექსტების შექმნით მოიპოვა.მათი შემოქმედებითი გზა 1995 წელს დაიწყო, როდესაც ლონდონის ტრენდულ უბანში- ნოტინგ ჰილში- ჯიმ ბარონი და კრის ტოდი ერთმანეთს შეხვდნენ. პირველი წარმატებული ნაბიჯების შემდეგ, ჯგუფს დანიელ მური ვოკალისტი, მეტ კლოსი(დრამერი) და ტიმ დევისი(ბასისტი) შეუერთდა. დღესდღეობით ისინი ელექტრო მუსიკას ქმნიან, სადაც ჰაუს მუსიკის მელოდიას დისკო და სოულის რითმები ერწყმის. მსმენელის განსაკუთრებულ ყურადღებას Crazy P-ს ვოკალისტი, დანიელ მური დაუყოვნებლივ იპყრობს, რადგან მისი ხმა და სცენური ფიზიკური დატვირთვა ერთმანეთს საოცრად ერწყმის. ის მათთან ინტერაქციაში შედის და კონცერტის ბოლომდე იუმორით ახალისებს. ყოველივე ამას კი, მხოლოდ იმ შეიგრძნობთ, თუ ბენდ Crazy P-ს შესრულებას თავად დაესწრებით. ქართული ტრიპ ჰოპის მიმდინარეობის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული არტისტი, Creams-ი. მან მუსიკის წერა 14 წლის ასაკში დაიწყო და საკუთარი თავი არაერთ ჟანრში გამოცადა. ენერგიული, მაგრამ ამავდროულად მელანქოლიური მუსიკა ყველას თქვენს საკუთარ სამყაროში გამოგზაურებთ.
თარიღი
  • Oct 25 2019 - Oct 25 2019

მდებარეობა

დასადგომი ბილეთები:
I კალათა – 40 ლარი
II კალათა – 50 ლარი
III კალათა – 60 ლარი

 

TBC Status – თიბისი სტატუსი ს კლიენტებისთვის მოქმედებს 10%-იანი cash back-ი.

Club IVERIA კლუბის წევრებს სთავაზობს განსაკუთრებულ პრივილეგიას ღონისძიების ნებისმიერი კატეგორიის ბილეთზე: Classic – 15%, Silver – 30%, Gold – 50%, VIP – უფასო. Club IVERIAს მომსახურების ცენტრს: +995 322 90 77 77.
ღონისძიების მედია მხარდამჭეირია Radio Fortuna Plus Fm 103,4

ასაკობრივი შეზღუდვა 21+