23 მარტს, “რესპუბლიკა” და
Club IVERIA წარმოგიდგენთ ეკლექტიკურ ბერლინურ ბენდს Jazzanova და ცნობილ ელექტრონულ ჯგუფს Super Flu!
Doors Open - 21:00
Jazzanova Live – 22:00
PURPLE PAPA A.K.A L8 - 00:00
Super Flu – 00:30
• 10 წევრისგან შემდგარი ცნობილი ბერლინული ჯგუფი Jazzanova 20 წელზე მეტია დიდ გავლენას ახდენს მუსიკალური სამყაროს ფორმირებაზე. ისინი ქმნიან მუსიკას, ცოცხლად წარსდგებიან მაყურებლის წინაშე როგორც დიდ სცენებზე, ასევე პატარა კლუბებსა და ლაივ გადაცემებში და უძღვებიან საკუთარ ლეიბლს Sonar Kollektiv. Jazzanova სხვადასხვა DJ-ებისგან შემდგარი დიდი კოლექტივია, რომელიც პირველი ყველაზე მოთხოვნადი ბენდი იყო ბერლინიდან.
“რესპუბლიკაში” ბენდი ახალი ალბომით “The Pool” წარსდგება. ალბომში სხვადასხვა ცნობილი შემსრულებელია მიწვეული, ყველა საკუთარი გამორჩეული სტილით, მაგრამ ამით Jazzanova-ს მუსიკალური ხელწერა არ ირღვევა.
ბენდის მუსიკალური სტილი აერთიანებს ჯაზს, ფანკს, სოულს, დისკოს და ლათინო მუსიკას. კონცერტზე მოსული სტუმრები მონაწილენი გახდებიან სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის საუკეთესო სინთეზის.
• Super Flu ელექტრონული მუსიკის სცენის გამორჩეული გერმანული ჯგუფია.
ისინი მსოფლიოს მასშტაბური ფესტივალების ყველაზე ხშირი სტუმრები არიან და გამოშვებული აქვთ 5 ალბომი, 50-ზე მეტი რემიქსი და ათობით სინგლი.
ჯგუფის ამბიცია ტრადიციული და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის შერწყმაა. მათი მუსიკალური შემოქმედება თითქოს იგივე ჟანრში მოღვაწე სხვა მუსიკოსებთან შედარებით უფრო განვითარებულია, თუმცა მათ კომპოზიციებში ტექნო ჟღერადობა ყველაზე გამოკვეთილია.