ბრიტანეთის საყვარელი acid jazz/funk ბენდი, The Brand New Heavies - პირველად თბილისში!
თექვსმეტი ტოპ 40 ჰიტით და მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული 3 მილიონი ალბომით, The Brand New Heavies-ის თავდაპირველი წევრები Sy Bartholemew და Andrew Levy მომღერალ Angela Ricci-სთან გაერთიანდნენ, რათა აღნიშნონ გრუვის 30 წელი და კვლავ გააჟღერონ მათი უნიკალური ფანკი, პოპი და ფიუჟენი.
28 ოქტომბერს რესპუბლიკაში ბენდი შემოგვთავაზებს ისეთ ჰიტებს, როგორებიცაა 'Dream On Dreamer', 'Back To Love', 'Midnight At The Oasis', 'Sometimes', 'You've Got A Friend'.