ქალაქის ცენტრში განთავსებული მულტიფუნქციური სივრცე აერთიანებს ღონისძიებებისათვის განკუთვნილ ადგილს თანამედროვე ქართველი არქიტექტორების მიერ შექმნილი ინტერიერით და ორი განსხვავებული კონცეფციის უგემრიელეს რესტორნებს: რესტორან რესპუბლიკას და რესპუბლიკა 24-ს.
ისტორიულ ადგილას მდებარე თანამედროვე დიზაინის შენობა, ტერასა ქალაქის ულამაზესი ხედებით, საავტორო მენიუ, ყოველთვიური კონცერტები მსოფლიოს ცნობილი დიჯეებისა და არტისტების მონაწილეობით რესპუბლიკას გამორჩეულ და სტუმრების საყვარელ ადგილად აქცევს.
ისტორია
ამ ადგილის შექმნის ისტორია თარიღდება 1983 წლით, როდესაც ო. კალანდარიშვილის ბეტონის ტალღები, რომელიც 80-ან წლებში შეუმდგარი მასშტაბური არქიტექტურული პროექტის ერთადერთ კომპონენტად დარჩა, საბჭოთა მთავრობამ აღლუმების გასამართ მოედნად აქცია. ამ დროიდან შემორჩა ხალხის მიერ შერქმეული სახელი ,,ანდროპოვის ყურები” ( იური ანდროპოვი, საბჭოთა პოლიტიკოსი და სკკპ-ის გენერალური მდივანი) ადგილს, სადაც ტრიბუნა იმართებოდა. იმავე ადგილას მდებარეობდა სასტუმრო ივერია – საბჭოთა კავშირის საუკეთესო სასტუმრო საქართველოში. 2005 წელს განხორციელებული ნაგებობის დემონტაჟის შედეგად რესპუბლიკის მოედანს ვარდების რევოლუციის მოედანი ეწოდა 2003 წლის ნოემბერში განვითარებული მოვლენების აღსანიშნავად, ხოლო 2018 წლის 25 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მე-100 საიუბილეო წლის აღსანიშნავად, მოედანს პირველი რესპუბლიკის მოედანი დაერქვა.