რესპუბლიკა
რესპუბლიკა არის მულტიფუნქციური ოთხსართულიანი შენობა, სადაც თავმოყრილია სამი სხვადასხვა ობიექტი, დაწყებული თანამედროვე ღონისძიებების სივრციდან, დამთავრებული მაღალი სტანდარტების მქონე ქართულ და ევროპულ რესტორნებამდე. ლოკაცია გამორჩეულია იმით, რომ მდებარეობს ქალაქის ცენტრში საიდანაც იშლება თბილისის ულამაზესი ხედები. შენობის მეორე და მესამე სართულზე განთავსებულია ათას კვადრატულ მეტრზე გაშლილი ივენთ ჰოლის სივრცე, რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩაატაროთ გრანდიოზული ღონისძიებები, როგორებიცაა: კონცერტი, ბიზნეს-კონფერენცია, კორპორატიული წვეულება, ქორწილი, მოდის ჩვენება და სხვა. დარბაზი იტევს ათასამდე სტუმარს და მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ საშუალებას გაძლევთ მოახდინოთ დარბაზის ინტერიერის სრული ტრანსფორმაცია და ზუსტად მოარგოთ თქვენს გემოვნებასა და სურვილებს.
რესპუბლიკის გამორჩეული დიზაინი ხის ჭერის ელემენტებით, კლასიკური კრემისფერისა და ოქროსფრის შეხამებით, განსხვავებული დიზაინის ავეჯით საოცარ გარემოს ქმნის სხვადასხვა ტიპის წვეულებისა და ღონისძიებისთვის. ცნობილმა ქართველმა მხატვარმა თამარა კვესიტაძემ (დინამიური ქანდაკება ``ალი და ნინო`` ბათუმში) შეიმუშავა თვალისმომჭრელი დეკორატიული პანელი მისაღები სივრცისთვის.