ქორწილები

ყველა წყვილს სურს, რომ მათი ქორწილი შეუდარებელი და ყველასგან განსხვავებული იყოს. რესპუბლიკის გუნდი გამოირჩევა იმით, რომ ზუსტად ხვდებიან რა სურთ მომხმარებლებს, როგორ მოერგონ მათ სურვილებს და მათთვის განსაკუთრებული დღე გრანდიოზულ დღესასწაულად აქციონ. რესპუბლიკაში შეგიძლიათ დაგეგმოთ მართლაც გამორჩეული ქორწილი გამოცდილ გუნდთან ერთად, რომელიც იზრუნებს ამ განსაკუთრებული დღის ყველა დეტალზე.

რესპუბლიკის უნიკალური და უსაზღვრო შესაძლებლობები საშუალებას გაძლევთ თქვენი ზღაპრული ცერემონია რეალობად აქციოთ და საწყისი ეტაპიდან ბოლო ეტაპამდე მოგვანდოთ ჩვენ, რის შედეგადაც ეს დღე მართლაც ზღაპრული და დასამახსოვრებელი იქნება.

 

ჩვენ ზუსტად ვიცით თუ რაოდენ მნიშვნელოვანი თარიღია ქორწილი თქვენს ცხოვრებაში და ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის, რომ ნებისმიერი უმნიშვნელო დეტალიც კი იდელურად იყოს შესრულებული. ჩვენს მულტიფუნქციურ ცენტრს ხელმძღვანელობს სტუმრებზე ორიენტირებული პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც სურთ თქვენი ვიზიტი ჩვენთან ყოველთვის სასიამოვნო და განსაკუთრებულ დღეთ დაგამახსოვრდეთ.

გემრიელი და დახვეწილი სამზარეულო

ჩვენი კულინარიული გუნდი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რადგან მათთვის ყოველთვის პრიორიტეტულია, რომ პროდუქტი იყოს მაღალი ხარისხის. ისინი ორიენტირებულები არიან რომ, შექმნან განსხვავებული გემოები უნიკალური ვიზუალით, რომლებიც მორგებულია მომხმარებლის გემოვნებასა და სურვილებზე.

ოთახები

თქვენს სტუმრებს ასევე აქვთ შესაძლებლობა დაბინავდნენ Radisson Blu Iveria სასტუმროს სტანდარტულ ოთახში განსაკუთრებული პირობებით

საქორწილო ოთახი

Radisson Blu Iveria სასტუმროს დახვეწილი უმაღლესი კლასის სუიტი გთავაზობთ ნამდვილ განტვირთვას დაუვიწყარი დღის შემდეგ. ეს არის შესანიშნავი ადგილი დღის დასასრულებლად და ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად. თქვენი თაფლობის თვე იწყება აქ, როდესაც გეღვიძებით გემრიელი საუზმით საწოლში და ტკბებით ქალაქის პანორამული ხედებით. დამაგვირგვინებელი განტვირთვისთვის შეგიძლიათ ექსკლუზიური Anne Semonin Spa– ში, წყვილის დე – სტრესის კომპლიმენტარული მასაჟისთვის.

იგრძენი თავი განსაკუთრებულად.

სპეციალურად თქვენთვის გამოყოფილი ღონისძიების ჯგუფი დაგეხმარებათ დაგეგმვის პროცესის თითოეულ ეტაპზე.