“ბილბორდ საქართველოს“ სცენა ახალ მუსიკალურ სერიას იწყებს! მრავალფეროვან მუსიკალურ საღამოებს “რესპუბლიკა ივენთ ჰოლი” უმასპინძლებს.
სცენას 3 გრემის ჯილდოს მფლობელი, გოსპელის, ჯაზისა და ფანკის შემსრულებელი კორი ჰენრი გახსნის. ამერიკელი ჯაზ-ვარსკვლავი თბილისს პირველად, "Operation Funk" ტურის ფარგლებში, ეწვევა.
კორი ჰენრიმ მუსიკალური კარიერა 2006 წელს დაიწყო.
მულტიინსტრუმენტალისტი მუსიკოსი თანამშრომლობდა ისეთ არტისტებთან, როგორებიცაა Imagine Dragons, Smino, Lucky Daye და სხვ. კორი ჰენრი წლების განმავლობაში იყო ბენდის Snarky Puppy წევრი, რა დროსაც ბენდი სამჯერ გახდა გრემის ჯილდოს მფლობელი.
2021 წელს კორის ალბომი “Something to Say” ნომინირებული იყო 2022 წლის გრემის დაჯილდოვებაზე, როგორც Best Progressive R&B Album. 2022 წელს კორიმ მოიგო მისი პირველი ლათინური გრემის ჯილდო ნომინაციაში- წლის ალბომი მისი მონაწილეობისთვის Rosalia-ს ალბომში “Motomami”. 2023 წელს კორის ახალი ალბომი "Operation Funk" ნომინირებული იყო გრემის დაჯილდოვებაზე როგორც Best Progressive R&B Album.