ჯგუფი “მწვანე ოთახი” ბრუნდება!
2 იანვრის საღამოს, “მწვანე ოთახი”, მრავალწლიანი შესვენების შემდეგ, “რესპუბლიკაში” პირველ კონცერტს გამართავს
🛈 "მწვანე ოთახი" 1999 წელს, ჯაზის აკადემიის სტუდენტებმა, აჩიკო გულედანმა და ბექა ჯაფარიძემ დააარსეს. პირველი სინგლის გამოშვების შემდეგ ("სად არის მზე"), ჯგუფმა ორი ალბომი ჩაწერა: მწვანე ოთახი (2001) და Shutdown (2003). 2007-2018 წლებში, ბენდი Green Room-ის სახელით გამოდიოდა. 2018 წლის შემოდგომაზე კი “მწვანე ოთახი” დაბრუნდა, ახალ ალბომზე დაიწყო მუშაობა და, Uma J-სთან ერთად, გამოუშვა სინგლი - L for Love. 2 იანვარს, ახალ სიმღერებთან ერთად, “მწვანე ოთახი” შეასრულებს ყველასთვის მონატრებული ჰიტების განახლებულ ვერსიებს.
♪ სეტლისტი:
მისები, ყვითელი მდინარე, Love Story, ჩემთან აღარ ხარ, Summertime, Bird, Lost, L for Love, ვსუნთქავ და მრავალი სხვა.
ჯგუფი “მწვანე ოთახის” წევრები:
აჩიკო გულედანი - ვოკალი, გიტარა.
ბექა ჯაფარიძე - კლავიში.
გვანცა ჯაფარიძე (Uma J) - ვოკალი.
ზვიად (ზიკო) ნაზღაიძე - გიტარა.
გიო (ლიპო) ლიპარტელიანი - ბასი.
დანიელ ადიკაშვილი - დრამი.
ლევან (კემო) კემულარია - საყვირი.