loader image
Jan 2 2019 - Jan 2 2019

Green Room – #comeback at Republic

ჯგუფი “მწვანე ოთახი” ბრუნდება! 2 იანვრის საღამოს, “მწვანე ოთახი”, მრავალწლიანი შესვენების შემდეგ, “რესპუბლიკაში” პირველ კონცერტს გამართავს 🛈 "მწვანე ოთახი" 1999 წელს, ჯაზის აკადემიის სტუდენტებმა, აჩიკო გულედანმა და ბექა ჯაფარიძემ დააარსეს. პირველი სინგლის გამოშვების შემდეგ ("სად არის მზე"), ჯგუფმა ორი ალბომი ჩაწერა: მწვანე ოთახი (2001) და Shutdown (2003). 2007-2018 წლებში, ბენდი Green Room-ის სახელით გამოდიოდა. 2018 წლის შემოდგომაზე კი “მწვანე ოთახი” დაბრუნდა, ახალ ალბომზე დაიწყო მუშაობა და, Uma J-სთან ერთად, გამოუშვა სინგლი - L for Love. 2 იანვარს, ახალ სიმღერებთან ერთად, “მწვანე ოთახი” შეასრულებს ყველასთვის მონატრებული ჰიტების განახლებულ ვერსიებს. ♪ სეტლისტი: მისები, ყვითელი მდინარე, Love Story, ჩემთან აღარ ხარ, Summertime, Bird, Lost, L for Love, ვსუნთქავ და მრავალი სხვა. ჯგუფი “მწვანე ოთახის” წევრები: აჩიკო გულედანი - ვოკალი, გიტარა. ბექა ჯაფარიძე - კლავიში. გვანცა ჯაფარიძე (Uma J) - ვოკალი. ზვიად (ზიკო) ნაზღაიძე - გიტარა. გიო (ლიპო) ლიპარტელიანი - ბასი. დანიელ ადიკაშვილი - დრამი. ლევან (კემო) კემულარია - საყვირი.
თარიღი
  • Jan 2 2019 - Jan 2 2019

მდებარეობა

დასადგომი ბილეთები:
I კალათა – 40 ლარი (გაყიდულია).
II კალათა – 60 ლარი.
III კალათა / კარზე – 80 ლარი.

დასაჯდომი ბილეთები (შეიცავს შამპანურს და ტკბილეულს):
I კალათა – 150 ლარი.
II კალათა – 180 ლარი.
III კალათა – 200 ლარი.

Club IVERIA კლუბის წევრებს სთავაზობს განსაკუთრებულ პრივილეგიას ღონისძიების ნებისმიერი კატეგორიის ბილეთზე: Classic – 10%, Silver -20%, Gold/VIP – უფასო. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით Club IVERIA-ს მომსახურების ცენტრს: +995322907777.

ჯგუფური რეზერვაციისთვის გთხოვთ დარეკოთ: 599425555, 577222223, 599969031.